“ბინეხი”- ალბათ ის სიტყვაა, რომელსაც კომპანია “ვაზი+”-ს მფლობელები ყველაზე ძალიან უფრთხილდებიან. ამ სავაჭრო ნიშნის ქვეშ იგულისხმება შემოქმედებითი ჯგუფი, რომელთაც მიზნად დაუსახავთ მიანიჭონ ადამიანებს სიამოვნება, გააცნონ თავიანთი სამშობლო დანარჩენ მსოფლიოს.

ვენახების გაშენება, მათი მოვლა და მოკრეფილი ყურძნიდან ღვინის შექმნა, ჩვენი საყვარელი საქმეა. ჩვენი ღვინო ეს ჩვენი დამოკიდებულებაა ქართული კულტურისადმი.

კომპანია “ვაზი+” ფლობს 90 ჰექტარ მიწას საქართველოს სხვა და სხვა კუთხეში. აქედან 35 ჰექტარზე უკვე გაშენებულია ადგილობრივი უნიკალური ჯიშის ვაზი, რაც საშუალებას გვაძლევს ვაწარმოოთ ჩვენთვის ესოდენ მნიშვნელოვანი ექსპერიმენტები, რაც შემდგომ ხდება საფუძველი საავტორო ღვინოებისა. ამიტომაც კლასიკური (ტრადიციული) ღვინოების გვერდით, როგორიცაა მუკუზანი, საფერავი, წინანდალი და ა. შ. ღვინოზე შეყვარებულ ადამიანებს ვთავაზობთ ორიგინალურ, ექსკლუზიურ პროდუქციას.

“ბინეხის” კოლექციაში განსაკუთრებული ადგილი უჭირავს ღვინოებს სხვადასხვა ფორმის კერამიკულ ჭურჭელში, რომლებიც მზადდება ხელით, სპეციალური ტექნოლოგიით, კომპანიის კუთვნილ საამქროში.

“ბინეხის” კოლექცია არ შემოიფარგლება მხოლოდ მრავალფეროვანი ღვინოებით. ჩვენს მიერ წარმოებული ყურძნის ჭაჭა და ალუბლის ლიქიორი 2005 წლის თბილისის საერთაშორისო გამოფენაზე აღიარებულ იქნა, როგორც “სადეგუსტაციო კომისიის აღმოჩენა”.

კომპანია თავისი მცირე მოცულობიდან გამომდინარე, შესაძლებლად მიიჩნევს მომხმარებელთან უშუალო კონტაქტს, რაც ხშირად ხდება საფუძველი ახალი აღმოჩენებისა.

 


 Developed by Oneworldcreations.Net